თემურ გოგოხია
დაიბადა 1977 წლის 2 ნოემბერს, ქ. გალში.
1993 წელს დაამთავრა ქ. გალის №4 საშუალო სკოლა.
1994-2000 წლებში სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის იურიდიულ ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
2000 წელს დაინიშნა თბილისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.
2001-2002 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში სხდომის მდივნად.
2002-2003 წლებში, მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში კონსულტანტად.
2003-2005 წლებში მუშობდა თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.
2006 წლის მარტის თვეში დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.
2007 წლის 28 მარტს დაინიშნა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორად, ხოლო მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის საოლქო პროკურატურების გაერთიანების შემდგომ, 2007 წლის 13 ივლისის ბრძანებით დაინიშნა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორად.
2003 წლის მარტის თვეში ჩააბარა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 29 აპრილის 1/76 გადაწყვეტილებით 2008 წლის 5 მაისიდან დაეკისრა ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება.
თეა ბერაია
დაიბადა 1975 წლის 15 სექტემბერს ქ. ფოთში.
1993 წელს დაამთავრა ქ. ფოთის №1 საშუალო სკოლა.
2000 წელს დაამთავრა სოხუმის ი. ვეკუას სახელობის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
2000-2004 წლებში მუშაობდა ფოთის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივნის თანამდებობაზე.
2004 წლიდან 2007 წლის იანვრამდე მუშაობდა ფოთის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.
2005 წლის ნოემბერში ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 9 იანვრის №14 ბრძანებულებით დაინიშნა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.
არის დასაოჯახებელი.
რევაზ ნადარაია
დაიბადა 1979 წლის 11 აგვისტოს მარტვილის რაიონის სოფელ დიდი ჭყონში.
1996 წელს დაამთავრა დიდი ჭყონის საშუალო სკოლა.
1996-2001 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში ისტორია-იურიდიულ ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
2003 წლის 3 ივნის ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის ტესტური გამოცდა.
2003 წლის 7 დეკემბერს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2007 წლის 27 მაის ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2002 წლის 1 აგვისტოდან 2005 წლის 26 სექტემბრამდე მუშაობდა "ადვოკატთა კავშირი XXI" _ ში ადვოკატად.
2005 წლის 18 ოქტომბრიდან მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნის თანამდებობაზე.
2006 წლის 6 მარტიდან 2007 წლის 3 დეკემბრამდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.
2007 წლის 3 დეკემბრიდან 2009 წლის 28 მარტის ჩათვლით სწავლობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის #1/139 გადაწყვეტილებით დაინიშნა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის #1/144 გადაწყვეტილებით მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს ფოთის საქალაქო სასამართლოში. |
|
|
ვიზიტორები: 6417
აქტიური: 1 დღეს: 14 გუშინ: 92 ჯამში: 6417 დღის რეკორდი: 133 გაიხსნა: 22.02.2008 |
|
|
|